მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გია ბასილაძე აირჩიეს

“ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გია ბასილაძე აირჩიეს

ქუთაისში, პარტია “ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გია ბასილაძე აირჩიეს.

კონფერენციას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე,  პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე იმერეთის მასშტაბით პარტიული კონფერენციები რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე ჩატარდა და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებად “ქართული ოცნების” მუნიციპალიტეტების მერები აირჩიეს, თუმცა ქუთაისის შემთხვევაში ასე არ მოხდა.

კონფერენცია ლადო მესხიშვილის თეატრში ჩატარდა, სადაც პარტიის წევრებთან და აქტივისტებთან ერთად, ასევე მრავლად იყვნენ საჯარო მოხელეები, ა(ა)იპების  თანამშრომლები და ხელმძღვანელები, ასევე პედაგოგები და სკოლის დირექტორები.

“ინფო იმერეთმა”  ღონისძიებაზე დააფიქსირა ისეთი  ადამიანები, რომლებიც  ყველა სახელისუფლებო პარტიის  გულმხურვალე გულშემატკივრები არიან და ამჯერად “ქართულ ოცნებას” უჭერენ მხარს.

კომენტარები