მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში პატარა უკრაინელი დაიბადა

ქუთაისში პატარა უკრაინელი დაიბადა

უკრაინის მოქალაქემ, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში იმყოფება, „კლინიკა ბომონდში“ იმშობიარა.

25 წლის პაციენტი დონეცკის მკვიდრია. ამბობს, რომ ომის გამო, იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, რადგან დონეცკი განუწყვეტლივ იბომბებოდა. ქალბატონის მეუღლე უკრაინაში დარჩა და საკუთარი ქვეყნის დასაცავად იბრძვის.

“პირველად გავხდი დედა. მიუხედავად იმისა, რომ უცხო გარემოში ვიყავი, ეს საერთოდ ვერ ვიგრძენი. მადლობა თქვენს თბილ გუნდს, რომლებმაც უცხოობა არ მაგრძნობინეს. მეც და ჩემი ვაჟიც თავს კარგად ვგრძნობთ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იმედი მაქვს, ჩვენს სამშობლოში მალე დავბრუნდებით“, – ამბობს ახალგაზრდა ქალი.

 

კომენტარები