მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში რამდენიმეწუთიანმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ქუთაისში რამდენიმეწუთიანმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ქუთაისში რამდენიმეწუთიანმა წვიმამ ქალაქში პრობლემები შექმნა.

ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო გზები  დაიტბორა.

მოსახლეობის თქმით, ქალაქს რამდენიმე წუთიანი წვიმაც კი პარალიზებულს ხდის, რადგან სანიაღვრე ქსელი მოუწესრიგებელია.

“10 წუთიც არ იყო, რაც იწვიმა. არის ქუჩები, სადაც საერთოდ არ არის სანიაღვრე არხი. გადაიღო წვიმამ, თუმცა წყალი ისევ დგას, არსად არ გაედინება, ხალხი მზის იმედადაა, რომ იქნებ ამოაშროს”, – წერს “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ხათუნა არველაძე.

კომენტარები