მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში რამდენიმე დღეა, რუსულ კანონს აპროტესტებენ

ქუთაისში რამდენიმე დღეა, რუსულ კანონს აპროტესტებენ

ქუთაისში “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ რუსულ კანონპროექტს ახალგაზრდები რამდენიმე დღეა, აპროტესტებენ.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ათეულობით ადამიანი შეიკრიბა, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებს.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას”, კანონპროექტი უკან გაიწვიოს და ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელი არ შეუშალონ.

“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით უკვე მეორედ მიიღო. პირველად, იგივე კანონპროექტი მმართველმა პარტიამ შარშან, 2023 წლის მარტში მიიღო, თუმცა პროტესტის შემდეგ მეორე მოსმენისას კანონპროექტი ჩააგდეს. ამის შემდეგ ხელისუფლება ხალხს დაჰპირდა, რომ ამ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ იგივე კანონი, შეცვლილი სახელწოდებით, კვლავ დააინიციირეს.

კომენტარები