მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ

ქუთაისში, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი რუსული კანონის მოწინააღმდეგეები “ქართული ოცნების” ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. მათ თან აქვთ ბანერები წარწერით “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, “თავისუფლებასთან წააგებთ!”

“რუსებო, მონებო” – ასე მიმართავენ ისინი “ქართული ოცნების” ოფისში მყოფ პირებს.

აქციაზე იმყოფებიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ კანონს, რომელსაც საზოგადოებამ უკვე უწოდა რუსული და რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მეორე მოსმენით მიიღო. მონაწილეები უარს ეუბნებიან რუსული ინტერესების გამომხატველ მთავრობას. მათი თქმით, ისინი ამ კანონპროექტის კანონად ქცევას არ დაუშვებენ.

კომენტარები