მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩის მოსახლეობა ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში ასწლოვანი ხეების მოჭრას აპროტესტებს

ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩის მოსახლეობა ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში ასწლოვანი ხეების მოჭრას აპროტესტებს

ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში ასწლოვანი ხეების მოჭრას აპროტესტებენ.

მოქალაქეების განცხადებით, ტერიტორია ცოტა ხნის წინ გაიყიდა და ახალი მეპატრონე ამბობს, რომ ხეების მოჭრის უფლება აქვს.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე გარემოს დაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენლები გამოიძახეს. მათი ინფორმაციით, ახალ მეპატრონეს მხოლოდ დაზიანებული ხეების მოჭრის უფლება აქვს.

შეკრებილები მოითხოვენ, ასწლოვანი ხეების განადგურება შეწყდეს.

კომენტარები