მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში, “საქართველოს ბანკთან” მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

ქუთაისში, “საქართველოს ბანკთან” მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “მ ფინანსის” დაზარალებულებმა, “საქართველოს ბანკთან” მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი კუთვნილი ძვირადღირებული ნივთების მათ სახელზე გადაფორმებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი ნივთები ლომბარდის მესაკუთრემ “საქართველოს ბანკში” გადააგირავა და ამიტომ ძვირფასს ნივთებზე  წვდომის უფლება აღარ აქვთ.

დაზარალებულები ნდობით აღჭურვილი პირის საშუალებით ნივთების დაბრუნებას ითხოვენ. მათი თქმით, პროცენტს ვერ იხდიან, რის გამოც ბანკში ჯარიმები ერიცხებათ.

მოქალაქეები “საქართველოს ბანკს” ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და ჯარიმების ჩამოწერას თხოვენ, ამასთან, აცხადენენ, რომ ნივთების ნაწილი ამ დრომდე დაკარგულია.

“საქართველოს ბანკში” შეკრებილი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბანკში ადმინისტრაციის წარმომადგენლები მათ შეურაცხყოფას აყენებენ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ორი თვის წინ გაკოტრდა და მფლობელებმა ქვეყანა დატოვეს და არსებული ვალდებულებები “საქართველოს ბანკში” გადაიტანეს.

“საქართველოს ბანკში” ამ დროისთვის  კომენტარი არ კეთდება.

კომენტარები