მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალთან საპროტესტო აქცია გაიმართა

ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალთან საპროტესტო აქცია გაიმართა

ქუთაისის ცენტრში, “საქართველოს ბანკის” ფილიალთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

მოსახლეობა ბანკებს დაბალპროცენტიან სესხებს სთხოვს.

მოძრაობა “ხმა ერისას” წარმომადგენლების თქმით,  მაღალი პროცენტის გამო მოსახლეობა სესხებს ვერ იხდის და იძულებულია ქვეყანა დატოვოს.

“ვალებსა და პროცენტებში ჩახრჩობილმა ხალხმა საქართველო დაცალა.  საქართველო ქართველების  გარეშე რჩება, ჩვენ კი უკან მიუხედავად  იძულებულები ვართ ქვეყნიდან გავიქცეთ და უცხოეთს შევაფაროთ თავი.  დროა ხალხი მოეგოს გონს და მიხვდეს რა პოლიტიკას ეწევა ეს ბანკები”, – აცხადებს მამისა  ჯაფარაშვილი.

კომენტარები