მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამზადისი მიმდინარეობს

ქუთაისში,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით  სამზადისი მიმდინარეობს

ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამზადისი მიმდინარეობს.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საქართველოს დროშების მონტაჟი მიმდინარეობს.

ქუთაისში 26 მაისს სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

“ინფო იმერეთი” გთავაზობთ სრულ პროგრამას:

14:00-16:00 – კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა

14:00-18:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა

14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, მასტერკლასები და სუვენირების დამზადება

14:00-15:00 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი: ინდირა ჯგერენაია, ნანა იამანიძის სტუდია, ანსამბლი „ნაი-ნაი“, ბექა ბანძელაძის სტუდია „იმერეთის ხმა“, ქუთაისის სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების შერეული გუნდი

16:00-17:00 – რუსა მორჩილაძე, თემურ თათარაშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი, ჯგუფი „ალეგრო“

17:10 – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო – საზეიმო აღნიშვნა

17:20 – ჯგუფი “ოჩოს ქოხი“

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.

კომენტარები