მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქუთაისში სხვა რა შედეგს ელოდით?! მეტის ღირსები ხართ ამნაირი კანდიდატების დაყენებისთვის!”

“ქუთაისში სხვა რა შედეგს ელოდით?! მეტის ღირსები ხართ ამნაირი კანდიდატების დაყენებისთვის!”

ქუთაისში, “ქართული ოცნების” წევრი და აქტიური მხარდამჭერი გაბრიელ ფოლკენშტერნი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერი აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქუთაისში პოლიტიკურად სუსტი კანდიდატურა წარადგინა, შედეგი კი პროცენტებში აისახა.

“ვთქვი, რომ არჩევნებამდე არაფერს ვიტყოდი და ჩემი სიტყვა შევასრულე. აი, ამ გასიებულს, რომ ნიშნავ კანდიდატად, იმ პოლიტიკით რა პოლიტიკაც გაატარა, ქუთაისში სხვა რა შედეგს ელოდით?! ამ შედეგს მართლა წაეგო ის ჯობდა, ხალხს 10 წლის ნაშრომ-ნაწვალები წყალში ჩაუყარეთ. მეტის ღირსები ხართ ამნაირი კანდიდატების დაყენებისთვის! ცუდად არავინ შემომივარდეს, თორე ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ. აღარ გავჩუმდები არავის ხათრით, ზუსტად რომ შენი ბრალია ის, რა შედეგიც მიიღო ქუთაისმა. დანარჩენი მომავალ სერიაში”, – წერს სოციალურ ქსელში გაბრიელ ფოლკენშტერნი.

გაბრიელ ფოლკენშტერნი 2012 წელს “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ყოფილ საპარლამენტო ქალაქში “ერთიანი ოპოზიციის შეთანხმებულმა” კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ 43 % მიიღო, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა 41% მიიღო.

კომენტარები