მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ტრადიციული ალილოს მსვლელობა გაიმართა

ქუთაისში ტრადიციული ალილოს მსვლელობა გაიმართა

ქუთაისში ქრისტეს შობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი, ტრადიციული ალილოს მსვლელობა გაიმართა.

შობის მახარობლებმა ქუჩაში მსვლელობითა და გალობით მოსახლეობას მაცხოვრის შობის დღესასწაული მიულოცეს.

საშობაო მსვლელობაში მონაწილეობა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც მიიღო.

შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ სასულიერო პირებთან ერთად დალოცა.

ალილოზე შეგროვილი ნობათი სხვადასხვა დღის ცენტრების ბენეფიციარებს გადაეცემათ.

კომენტარები