მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში უკრაინას სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს

ქუთაისში უკრაინას სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს

ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა. მოქალაქეები ამჯერად სომბოლურად დონეცკის ქუჩაზე შეიკრიბნენ. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას.

აქციის მონაწილეების თქმით, რუსეთი ცდილობს, დაიპყროს უკრაინა, ამიტომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო მხარდაჭერა.

ისინი 2008 წელს უკრაინოს მხარდაჭერაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ აუცილებელია საქართველომაც მეგობარ ქვეყანას სათანადო მხარდაჭერა გამოუცხადოს.

აქციაზე უკრაინელი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, მათ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

აქცია ქალაქში მსვლელობით გაგრძელდება.

კომენტარები