მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა იმართება

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა იმართება

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა იმართება. ადგილობრივები დავით აღმაშენებლის ძეგლთა შეიკრიბნენ და მეგობარი ქვეყნის სოლიდარობის ნიშნად ავტომობილების გაბმული სიგნალებით ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან.

აქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით მიმდინარეობს.

სოლიდარობის აქციის პარალელურად ქუთაისელები ომში მყოფი უკრაინის დასახმარებლად პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და ტანსაცმელს აგროვებენ.

დახმარების მსურველი ადამიანები ბარ-რესტორან “შავი ბოთლის” ადმინისტრაციას უკავშირდებიან, სადაც შეგროვებული პროდუქტები და ტანსაცმელი იყრის თავს.

 

კომენტარები