მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში, უცნობმა პირებმა აქციის მონაწილეებს კვერცხები პოლიციის თანდასწრებით ესროლეს (Video)

ქუთაისში, უცნობმა პირებმა აქციის მონაწილეებს კვერცხები პოლიციის თანდასწრებით ესროლეს (Video)

ქუთაისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. უცნობმა პირებმა ოპოზიციის მხარდამჭერებს კვერცხები, პოლიციის თანდასწრებით დაუშინეს.

თვითმხილველებმა აქციაზე მყოფ სამართალდამცველებს მიმართეს და რეაგირებისკენ მოუწოდეს, თუმცა მათი თქმით, მიიღეს პასუხი, რომ ვერაფერს იზამდნენ და თუ ვინმეს პრეტენზია ჰქონდა, 112-სთვის უნდა მიემართა.

აქციის მონაწილის თქმით, ორი პირი, რომლებიც კვერცხებს უშენდა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, თავადვე მიიყვანა შსს-ს წარმომადგენელთან, თუმცა მათ გაუშვეს.

 

იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/infoimereti.com.ge/videos/384847640003646

კომენტარები