მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ყავის სახლში ხანძარი გაჩნდა – დამწვარია ობიექტის ნაწილი

ქუთაისში, ყავის სახლში ხანძარი გაჩნდა – დამწვარია ობიექტის ნაწილი

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ყავის სახლში ხანძარი გაჩნდა. დამწვარია ობიექტის ნაწილი.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, აალება  კარტოფილი “ფრის” შეწვის დროს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი თანამშრომელი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

კომენტარები