მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე კედლის მხატვრობა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ დააზიანა

ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე კედლის მხატვრობა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ დააზიანა

ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე არსებული კედლის მხატვრობა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ დააზიანა.

შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული მოკვლევით დადგინდა, რომ კედლის მხატვრობა დააზიანა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებოდნენ 2023 წლის 20 დეკემბრიდან  2024 წლის  21 იანვრის ჩათვლით.

21 იანვარს, ღამის საათებში, მათ დააზიანეს ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე არსებული გრაფიტი და საქართველო იმ დღესვე დატოვეს.

აღნიშნული გრაფიტი შესრულებული იყო “ქარავან არტ ფორუმის” ფარგლებში. კედლის მხატვრობის ფრანგ ავტორთან ვინი გრაფიტთან მიღწეულია შეთანხმება – ის კვლავ ჩამოვა ქუთაისში და “არტ ფორუმი ქუთაისი 2024-ის” ფარგლებში ნამუშევარს სრულად აღადგენს.

კომენტარები