მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ციფრული მარკეტინგის სააგენტო იდეარუმში კურსებზე მიღება დაიწყო

ქუთაისში ციფრული მარკეტინგის სააგენტო იდეარუმში კურსებზე მიღება დაიწყო

ციფრული სააგენტო იდეარუმი, უკვე 3 წელზე მეტია, ქართულ ბაზარზე ოპერირებს და ადგილობრივ თუ უცხოელ დამკვეთებს მარკეტინგულ მომსახურებას სთავაზობს.

სულ ახლახანს მათ შექმნეს აკადემია, რასაც ქუთაისელი ახალგაზრდობა დიდხანს ელოდა. რა არის ეს და რას გვთავაზობენ, ამ საკითხებზე უფრო ვრცლად მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთა დგებუაძე მოგვიყვება.

დავიწყოთ იქიდან თუ რა არის იდეარუმი?

იდეარუმი არის ადგილი, სადაც მუშაობა ბედნიერებაა. ხოლო უფრო ოფიციალურად თუ ვიტყვით ეს არის ციფრული სააგენტო, რომელსაც სათავეში უდგას კრეატიული და შედეგებზე ორიენტირებული გუნდი. ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ საშუალო და დიდი ზომის ბიზნესების ზრდა-განვითარებას. ძირითადი მიმართულებები, რომელსაც ჩვენი კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს არის სოც. მედიის მართვა, გრაფიკული დიზაინი, ბრენდინგი, ფოტოგრაფია და ვიდეოგრაფია.

ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მცირე თუ დიდ კომპანიებთან მთელი საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ, რათა დავეხმაროთ მათ აუდიტორიის ჩართულობის გაზრდასა და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში.

როდის და როგორ შეიქმნა იდეარუმის აკადემია?

აკადემია ერთი თვეც არ არის, რაც შეიქმნა. იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც კომპანიაში გაიზარდა დამკვეთების რაოდენობა და დავდექით თანამშრომლების დამატებისა და სტაფის გაზრდის აუცილებლობის წინაშე.

და ვინაიდან ქუთაისში გაგვიჭირდა შესაბამისი კადრის პოვნა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა სივრცე, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებოდათ დაუფლბოდნენ მომავლის პროფესიებს.

ჩვენი ოფისის ერთ-ერთ სართულზე მოვაწყვეთ შესაბამისი გარემო, სადაც ჩვენი გამოცდილი ტრენერები თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ სხვებს.

რა მიმართულებების სწავლებას გეგმავთ?

აკადემიაში, პირველ ეტაპზე შევასწავლით 6 მიმართულებას, ესენია: გრაფიკული დიზაინი, 3D გრაფიკა, ადამიანური რესურსების მართვა(HR), მოუშენ დიზაინი, ფოტოგრაფია და ვიდეო მონტაჟი.

ლექციების მსვლელობისას მოსწავლეები გაეცნობიან ყველა იმ საჭირო ხელსაწყოსა თუ სტრატეგიას, რაც საჭიროა პროფესიის სრულად დაუფლებისთვის. კურსები განკუთვნილია ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, ვისაც აქვს სურვილი ისწავლოს, გაეცნოს სამუშაო პროცესს და მიჰყვეს პროექტს დასაწყისიდან საბოლოო შედეგამდე.

რატომ უნდა მოვიდნენ იდეარუმში?

შემოდგომა ზოგადად ახალ საწყისებთან ასოცირდება. ვფიქრობ ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ყურადღების უმეტესი ნაწილი თვითგანვითარებას დავუთმოთ და ჩემი აზრით სწორედ ახლა ყველაზე შესაფერისი დროა ახალი ცოდნის მისაღებად.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ დასავლეთში პირველები ვართ, ვინც მსგავსი საქმიანობა წამოიწყო და მაქსიმალურად ვცდილობთ უფრო ციფრული და თანამედროვეობაზე მორგებული გავხადოთ ჩვენი ქალაქი და მთლიანად რეგიონი.

სხვებისგან გამოგვარჩევს ისიც რომ სწავლება მოხდება ადგილზე, არაონლაინ, რაც უფრო მეტად გაამარტივებს სწავლების პროცესს. ასევე საშუალება ექნებათ აქტიურად ჩაერთონ იმ სახალისო აქტივობებში, რომლებსაც კურსის განმავლობაში ვგეგმავთ.

კურსების ხანგრძლივობა განსხვავებულია და მოიცავს 6-დან 8 კვირამდე პერიოდს. რაც მთავარია გაიცემა იდეარუმის სერტიფიკატი, ხოლო წარმატებულ კურსდამთავრებულებთან ვითამაშრომლებთ.

როდიდან იწყება კურსები და როგორ უნდა დარეგისტრირდნენ დაინტერესებული პირები?

კურსებზე მიღება უკვე დაიწყო. მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა ან უბრალოდ დაგვიკავშირდნენ ფეისბუქზე, ინსტაგრამზე ან საკონტაქტო ნომერზე.
ჩვენ ვთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას ყველას, უმოკლეს დროში ისწავლონ და დასაქმდნენ საყვარელი პროფესიით.

კურსზე რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf3BW4NowaCHFWJzK7TnyKgLh0NoFqaRU4m4fLWInwQSwlJmw/viewform

კომენტარები