მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ჭახათას დასახლებაში 5 ათასი კვ. მეტრი ფართობი დაიწვა

ქუთაისში, ჭახათას დასახლებაში 5 ათასი კვ. მეტრი ფართობი დაიწვა

ქუთაისში, ჭახათას დასახლებაში ხანძარი იყო. ცეცხლი ბალახის საფარს გაუჩნდა. დამწვარია 5 ათასი კვ. მეტრი ფართობი.

ძლიერი ქარის და ადგილზე წიწვოვანი ტყის არსებობის გამო, ხანძრის მასშტაბების გაზრდის საფრთხე იყო.

ადგილობრივებმა დაკვამლიანება შენიშნეს და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები