მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში 65 წლამდე ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა

ქუთაისში 65 წლამდე ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა

ქუთაისში 65 წლამდე ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებებით კლინიკაში გარდაიცვალა.

პაციენტი სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბინა. მან ცოფის საწინაადეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა, რამაც სავარაუდოდ, გართულება გამოიწვია.

ექიმის თქმით, პაციენტს ცოფისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა.
მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა.

კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ცოფი ჩატარებული ვაქცინის გამო, შესაძლოა, ანალიზში აღარ გამოვლინდა. ოჯახმა კი ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.

კომენტარები