მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ღამე მოვიდნენ ქურდულად, ყველაფერი წაიღეს, წადით სახლში და მშივრები იყავითო”

“ღამე მოვიდნენ ქურდულად, ყველაფერი წაიღეს, წადით სახლში და მშივრები იყავითო”

ქუთაისში გარემოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას ითხოვენ.

მათი თქმით, წლებია ამ ადგილზე ვაჭრობენ, თუმცა ახლა მათ უთხრეს, რომ საქმიანობის ამ ფორმით გაგრძელებას ვერ შეძლებენ და ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა შესთავაზეს.

გარემოვაჭრეების თქმით, ბაზარში ქირის გადახდას ვერ შეძლებენ, ამიტომ მერიის შეთავაზებას ვერ თანხმდებიან.

“ღამე მოვიდნენ ქურდულად, მაგიდა, სკამი, ყველაფერი წაიღეს, არ იმუშაოთ, წადით სახლებში და იყავით მშიერიო. ბაზარში ვერ შევალთ, შეუძლებელია, იქ გადასახადია 15 ლარი, 15 ლარი დღეს მე შეიძლება საერთოდ ვერ ვიშოვო და ცარიელი წავიდე სახლში”, – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

ამ დროისათვის ადგილზე მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები და სამართალდამცველები იმყოფებიან.

 

კომენტარები