მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“შერიგებას სთხოვდა, ჯავრობდა, რომ ცოლ-შვილი სახლში არ ჰყავდა, მისი სიკვდილი არასდროს უნდოდა, უყვარდა”

“შერიგებას სთხოვდა, ჯავრობდა, რომ ცოლ-შვილი სახლში არ ჰყავდა, მისი სიკვდილი არასდროს უნდოდა, უყვარდა”

თერჯოლაში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის დედა აცხადებს, რომ წყვილი თანაცხოვრების დროს ხშირად კამათობდა.

მისივე თქმით, მის შვილზე შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი, რადგან ის ყოფილ ცოლს ხშირად აკითხავდა.

“ყოველ წუთში სთხოვდა შერიგებას, შერიგებას სთხოვდა ჩემი შვილი რძალს, ჯავრობდა, რომ ცოლ-შვილი სახლში არ ჰყავდა, მას მისი სიკვდილი არასდროს არ უნდოდა, უყვარდა…

არ ვიცი, საწვავი რატომ წაიღო, სად იპოვა ან სად ნახა, ფიზიკურად ჩემი შვილი არ უსწორდებოდა და ისე სიტყვიერად კი  კამათობდნენ, სამსახურში და სახლში რომ აკითხავდა, შემაკავებელი მაგიტომ ჰქონდა გამოწერილი”, – განაცხადა მკვლელობაში ბრალდებულის დედამ.

მამაკაცმა ყოფილი ცოლი თერჯოლაში გუშინ მოკლა. მან ქალს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზიანებები აქვს თავად ბრალდებულსაც, ექიმების თქმით, მას სხეულის 70% აქვს დამწვარი.

კომენტარები