მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შიმშილაქედი – სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში

შიმშილაქედი – სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში

შიმშილაქედი – სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში (ზედა საზანოს თემი). მდებარეობს მდინარე ძუსის (ჩოლაბურის აუზი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 320 მეტრი, თერჯოლიდან 10 კილომეტრი.

სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს ლეგენდა. შიმშილაქედის ტერიტორიაზე დიდი წყალდიდობა დაწყებულა. მდინარე ხმორდოლს კალაპოტი გადაულახავს და მთელი ტერიტორია დაუტბორავს. წყალდიდობა დიდხანს გაგრძელებულა. მდინარის მარჯვენა ნაპირის მოსახლეობა მოუწყვეტია მარცხენა მხარისათვის. ხალხი შიმშილისაგან აუტანელ დღეში ჩავარდნილა, ძუძუთა ბავშვების დიდი ნაწილი დაღუპულა. როდესაც წვიმა შეჩერებულა, წყალს დაუკლია, მაგრამ გაღმა-გამოღმა კავშირი მაინც ვერ აღუდგენიათ.

ამ დროს მდინარის მარცხენა მხარის სოფელში სტუმრად ყოფილა მარჯვენა ნაპირის მცხოვრები ხუხუტა. როდესაც ხუხუტა აზვირთებულ მდინარის ნაპირს მისდგომია, მაშინვე ოჯახის ამბავი მოუკითხავს. მდინარის მეორე ნაპირიდან მეზობლებს დაუძახიათ “შიმშილი არის აქეთო“. ამ ამბის შემდეგ ამ ადგილს შიმშილაქედი შეურქმევიათ და დღესაც ამ სახელითაა ცნობილი.

სოფლის ტერიტორია ნაწილი იყო ჭალატყის ნაქალაქარის, რომელშიც შედიოდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლები ჭალატყე, ზოვრეთი, ქვედა საზანო, ტყლაპივაკე, შიმშილაქედი და ამჟამინდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ზედა საზანო. ლეგენდებში ნაქალაქარი “ბალიასტომად” მოიხსენიება.

სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია შიმშილაქედის ციხე.

კომენტარები