მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შოვში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალი აღიმართება

შოვში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალი აღიმართება

კურორტ შოვში 3 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალის დადგმა იგეგმება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ გლოლის მოსახლეობას შეხვდნენ და კურორტ შოვში ტრაგიკულად დაღუპული 33 მოქალაქის სულის უკვდავსაყოფად მემორიალის აღმართვისთვის ლოკაციის შერჩევის საკითხი განიხილეს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება რკინის წყლის მიმდებარედ განთავსდეს მემორიალი, ასევე განიხილეს რამდენიმე ალტერნატიული ლოკაციაც. შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად მოხდება შერჩეული ადგილების გადამოწმება, გეოლოგების (ექსპერტების) დასკვნის საფუძველზე კი შესაძლებელი იქნება შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა.

კომენტარები