მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

შოვში სტიქიური მოვლენებიდან მე-20 დღეს სამძებრო სამუშაოები უწყვეტად გრძელდება. ამ დროის მონაცემებით, სტიქიის ადგილას 28 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ხუთ დაკარგულს კი კვლავ ეძებენ.

საძიებო პროცესი გრძელდება მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტებში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.

სტიქიური მოვლენების ეპიცენტრში არსებული 30 ჰექტარზე ჩამოსული მიწის მასა მაშველებისა და სამართალდამცველების მიერ უკვე  სრულად დამუშავებულია, თუმცა დაკარგულთა ოჯახის წევრების მოთხოვნით გარკვეული მონაკვეთების მეორედ შემოწმება მიმდინარეობს.

დღეს სოფელ ლაღვანთაში 3 თანასოფლელს დაკრძალავენ. ახალგაზრდები შოვში მუშაობდნენ, სტიქიური უბედურების შედეგად კი გარდაიცვალნენ.

კომენტარები