მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შოვში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

შოვში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა.

ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება, მაშველები 30-ზე მეტ ადამიანს ეძებენ.

სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვება ჯარიც.

კომენტარები