მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შოვში 5 დაკარგული ადამიანის ძებნა გრძელდება

შოვში 5 დაკარგული ადამიანის ძებნა გრძელდება

რაჭაში, შოვში სტიქიის მე-19 დღეს სამძებრო სამუშაოები უწყვეტად გრძელდება. ამ დროის მონაცემებით, სტიქიის ადგილას 28 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ხუთ დაკარგულს კი კვლავ ეძებენ.

ომის მერის მოადგილის ლევან შერაზადიშვილის თქმით, სამძებრო სამუშაოების არეალი კვლავ გაიზარდა.

“გუშინდელი დღის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა. ამ დროისთვის ნაპოვნია 28 მიცვალებულის ცხედარი, მიმდინარეობს 5 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები. აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეს მოხდება 3 გარდაცვლილის ქუთაისის პროზექტურიდან გადმოსვენება სოფელ ლაგვანთაში.

ძებნის არეალი მიმდინარეობს 36 ლოკაციაზე. მოგეხსენებათ გაზრდილია პერიმეტრი – როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძებნით სამუშაოები”, – განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.

შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები