მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შუქრუთში ადგილობრივების პროტესტი გრძელდება

შუქრუთში ადგილობრივების პროტესტი გრძელდება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში 12-ე დღეა, ადგილობრივების პროტესტი გრძელდება.

სოფელში მცხოვრები ათეულობით ოჯახი “ჯორჯიან მანგანეზს” მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას და სოფლიდან გასახლებას სთხოვს.

ადგილობრივების თქმით, კომპანია სოფელში სახლების ქვეშ მანგანუმს მოიპოვებდა, მიწისქვეშა ბიძგების გამო კი მათი სახლები დაზიანდა, დაიმეწყრა ეზოები და სახნავ-სათესი მიწები.

აქციის მონაწილეების თქმით, “ჯორჯიან მანგანეზი” წლების წინ მათ შესაბამის კომპენსაციას დაჰპირდა, რის გამოც პროტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა ზარალის ადეკვატური კომპენსაციას მათ არ მიუღიათ.

კომენტარები