მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ჩემთვის ძალიან არაადეკვატური ქალია, საერთოდ ქართული აზროვნება თუ აქვს?”

“ჩემთვის ძალიან არაადეკვატური ქალია, საერთოდ ქართული აზროვნება თუ აქვს?”

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

“ჩემთვის ძალიან არაადეკვატური ქალია. მას საერთოდ ქართული აზროვნება თუ აქვს? საერთოდ, ქართულად თუ ფიქრობს? მე ძალიან გამიკვირდა საერთოდ მაგის პრეზიდენტობაც.

კი იცით ჩემი გამონათქვამი მისი პრეზიდენტობის დროს. დადებითი არაფერი არ შემიძლია რომ ვთქვა”, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დიდ ბრიტანეთში სასულიერო პირების როლზე დაუსვეს კითხვა, რაზეც ზურაბიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სისუსტე ახსენა  და განაცხადა, რომ იმედოვნებს ეკლესია მოახერხებს არა პრორუსის, არამედ პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას.

კომენტარები