მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის ცილისწამების მსხვერპლი, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის”

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის ცილისწამების მსხვერპლი, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის”

კოლეგის შევიწროებაში ბრალდებული პედაგოგის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცილისწამების მსხვერპლია.

მისივე თქმით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

როგორც ხატია კახიძემ აღნიშნა, პროცესი ზესტაფონის სასამართლოში ხვალ გაიმართება და დაცვის მხარე მოითხოვს, რომ არანაირი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ იყოს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის ცილისწამების მსხვერპლი. საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის, რომლითაც დადასტურდება, რომ ჩემმა კლიენტმა რაიმე ტიპის შევიწროება ან ადევნება მოახდინა მის კოლეგაზე. არანაირი სმს მტკიცებულება, არანაირი სატელეფონო ზარი, არანაირი მოწმე არ არსებობს საქმეში. ერთადერთი მხოლოდ ქალის ჩვენების საფუძველზე წარუდგინა პროკურატურამ ბრალი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას. ხვალ პროცესი იქნება და მოვითხოვთ, რომ არანაირი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ იყოს”, – აცხადებს თერჯოლის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგის ადვოკატი ხატია კახიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა. კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა. დაზარალებული იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და სამსახურიდან ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო.

სკოლის პედაგოგს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია) წარედგინა.

კომენტარები