მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ჩვენი იურისტები განაგრძობენ სამართლებრივ ბრძოლას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სახელის შენარჩუნებისთვის”

“ჩვენი იურისტები განაგრძობენ სამართლებრივ ბრძოლას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სახელის შენარჩუნებისთვის”

ქუთაისის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” გიგა შუშანია აცხადებს, რომ ქუთაისში პოლიტიკური თაღლითობის და “ხახალეიშვილის ოცნების შემოქმედებთან” კომენტარების და განცხადებების კეთებას წყვეტს.

მისივე თქმით, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელის შენარჩუნებისათვის სამართლებრივ ბრძოლას იურისტები გააგრძელებენ.

ამასთან, როგორც გიგა შუშანია აცხადებს, ფოკუსი მიმართული იქნება არსებული რეჟიმის შეცვლისკენ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, ქუთაისელთა ინტერესების დაცვისკენ და ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად დაბრუნებისაკენ!

“მეგობრებო, ჩემო ამომრჩევლებო, ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო, ამ მომენტიდან ვასრულებ ყოველგვარი განცხადებების და კომენტარების კეთებას ქუთაისში პოლიტიკური თაღლითობის და ხახალეიშვილის ოცნების (გააქროს ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა”) შემოქმედებთან!!!

ჩვენი იურისტები განაგრძობენ სამართლებრივ ბრძოლას ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელის შენარჩუნებისათვის (ფული და თანამდებობები შეუძლიათ თავისთვის დაიტოვონ. ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს).

ჩვენი ფოკუსი მიმართული იქნება არსებული რეჟიმის შეცვლისკენ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, მისი და “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველთან ერთად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისკენ, ქუთაისელთა ინტერესების დაცვისკენ და მათი პრობლემების მოგვარებისაკენ, ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად დაბრუნებისაკენ!

მე, ხათუნა ალავიძე, ანა კოხრეიძე, ლაშა შალამბერიძე, კახა გაბუნია ვრჩებით რა ქუთაისის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკის, მისი ამომრჩევლის და მიხეილ სააკაშვილის თავგანწირული ქმედების შედეგად მონიჭებული მანდატების ერთგული, გავაგრძელებთ შეუპოვარ ბრძოლას ქუთაისის საკრებულოში ქუთაისელთა ინტერესების დასაცავად!

P.S. ჩვენი ვალი მოვიხადეთ ამ საჯარო განცხადებებით და საზოგადოებას, მედიას და ამომრჩევლებს გავაგებინეთ რა მეთოდებით ცდილობენ ისინი “წინ სიმართლისკენ” სიარულს”, – აცხადებს გიგა შუშანია.

კომენტარები