მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ცივ ნიავს არ მოგაკარებთ, ისე ჩაგიყვანთ კიევში, ღარიბაშვილი შეიძლება არ მიიღონ”

“ცივ ნიავს არ მოგაკარებთ, ისე ჩაგიყვანთ კიევში, ღარიბაშვილი შეიძლება არ მიიღონ”

მე ვეუბნები პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილს, სრულიად უსაფრთხოდ, ცივ ნიავს არ მოგაკარებთ, ისე ჩაგიყვანთ კიევში, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს უკრაინას და ჩავიდეს კიევში.

“ქართული ხელისუფლება უნდა ჩავიდეს კიევში, თუ მათ არ აქვთ ამის თავი ლოჯისტიკურად, მე გავუკეთებ ყველაფერს, როგორც უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი და როგორც რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე. მე ვეუბნები პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, სრულიად უსაფრთოდ, ცივ ნიავს არ მოგაკარებთ და ჩაგიყვანთ კიევში. ოღონდ მოინდომეთ, იგივეს მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ღარიბაშვილი შეიძლება არ მიიღონ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა შეცვალა თავისი პოზიცია.

“სალომე შეაშინეს იმპიჩმენტით და გუშინ CNN-ზე უკვე შეაბრუნა ფირფიტა და სხვანაირად აჭიკჭიკდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები