მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ცნობილია როდის აღუდგება ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება

ცნობილია როდის აღუდგება ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება

ქუთაისში, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც რამდენიმე დღეა, წყალი შეფერხებით მიეწოდება, წყალმომარაგება დღის ბოლომდე აღუდგება.

ამის შესახებ იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთს” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ წყლის მიწოდება გვიან ღამემდე სრულად აღდგება.

წყალი შეფერხებით ბალახვანს, საფიჩხიის ნაწილს, ქალაქ-მუზეუმის და ე.წ. პლაშადკას დასახლებას მიეწოდება.

კომენტარები