მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ცნობილია როდის დაიწყება და რამდენი ხანი გაგრძელდება სკოლებში ზამთრის არდადეგები

ცნობილია როდის დაიწყება და რამდენი ხანი გაგრძელდება სკოლებში ზამთრის არდადეგები

სკოლებში ზამთრის  არდადეგები  30 დეკემბრიდან  დაიწყება. საგანმანათლებლო დაწესებულებებში  ზამთრის დასვენება 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

სკოლებში მეორე სემესტრი 15 იანვრიდან დაიწყება.

ცნობისთვის, საგაზაფხულო არდადეგები – 8-14 მარტის ჩათვლით იქნება.

სააღდგომო არდადეგები – 3 მაისი – 6 მაისის ჩათვლით;

მეორე სემესტრის დასასრული – (II – IX კლასები) 14 ივნისი;

პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი მთავრდება 27 მაისს;

მე-12 კლასელთათვის მე-2 სემესტრი დასრულდება 20 მაისს.

სახელმწიფო დასვენების დღეები:

14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა;

23 ნოემბერი – წმინდა გიორგის ხსენების დღე;

1-2 იანვარი;

7 იანვარი;

19 იანვარი – ნათლისღება;

3 მარტი – დედის დღე;

8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;

9 აპრილი – სამშობლოსთვის თავდადებულთათვის ხსენების დღე;

9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

12 მაისი – წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

კომენტარები