მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ცხედრები დამწვარია, გარდაცვლილების გარჩევაც კი შეუძლებელია, გლოვობს გეგუთი, გლოვობს მთელი საქართველო”

“ცხედრები დამწვარია, გარდაცვლილების გარჩევაც კი შეუძლებელია, გლოვობს გეგუთი, გლოვობს მთელი საქართველო”

ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 4  ბიჭი და ერთი ქალი გარდაიცვალა.

როგორც  იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთს”  გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა, გარდაცვლილი ბიჭები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთიდან არიან.

“ცხედრები სულ დამწვარია, საშინელ მდგომარეობაშია. გარდაცვლილების გარჩევაც კი შეუძლებელია. გლოვობს გეგუთი, გლოვობს მთელი საქართველო”, – განაცხადა ახლობელმა.

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოავარია დღეს მოხდა. მანქანა ბეტონის ჯებირის შეეჯახა, შემდეგ კი საავტომობილო გზიდან გადავარდა და აფეთქდა.

კომენტარები