მთავარიახალი ამბებისლაიდი

“წადი, თორემ ძალით გაგიშვებთ”- ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივრები მთავარ მწვრთნელს კლუბიდან წასვლას სთხოვენ

“წადი, თორემ ძალით გაგიშვებთ”- ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივრები მთავარ მწვრთნელს კლუბიდან წასვლას სთხოვენ

ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივრები, საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ გია ცეცაძის კლუბიდან წასვლას ითხოვენ.

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 3 შეხვედრაში “ტორპედომ” ცუდი შედეგები აჩვენა. საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები, ამაზე პასუხისმგებლობას მთავარ მწვრთნელს გია ცეცაძეს აკისრებენ.

“ეს ადამიანი არ არის ქუთაისის “ტორპედოს” დონის და რაც შეილება მალე უნდა დატოვოს გუნდი. “ცეცა” წადი, თორე ძალით გაგიშვებთ”, – წერია “ტორპედოს” გულშემატკივრების “ჩვენ ვართ “ტორპედოს” გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის “ტორპედოს” გია ცეცაძე 2021 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს, რომელიც ბოლოს სამტრედიაში მუშაობდა. გია ცეცაძემ “ტორპედოში” კახა ჩხეტიანი შეცვალა.

კომენტარები