მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“წყალი ჩამოდის, ჭერი ჩამოინგრა, აქაც არ გვაყენებენ” – “მეტალურგში” მცხოვრებ დევნილებს ხელისუფლება სანატორიუმის დატოვებას სთხოვს

“წყალი ჩამოდის, ჭერი ჩამოინგრა, აქაც არ გვაყენებენ” – “მეტალურგში” მცხოვრებ დევნილებს ხელისუფლება სანატორიუმის დატოვებას სთხოვს

აფხაზეთიდან დევნილები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. წყალტუბოს სანატორიუმ “მეტალურგში” შესახლებულების ნაწილი ხელისუფლებამ ალტერნატიული ფართით არ დააკმაყოფილა, შენობაზე კი, რომელშიც ათეული წლებია, ცხოვრობენ ეუბნებიან, რომ უნდა დატოვონ.

მათი თქმით, ხელისუფლება ამბობს, რომ ფართით ინვესტორია დაინტერესებული. იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ.

სანატორიუმის ყოფილ შენობაში ჭერიდან წყალი ჩადის, შენობის სახურავი ნახევრად გადახდილია, დაბზარულია კედლები.

“წყალი ჩამოდის, ჭერი ჩამოინგრა, იატაკები ყველგან დანგრეულია, საერთოდ სანატორიუმი გამოშიგნულია, პირველ სართულზე მაინც არაფერი არაა საერთოდ, ყველგან ქარი, მინები არ არის, თბილ წყალზე ლაპარაკი ზედმეტია, ზამთარში შეშის “ფეჩზე” ვთბებით და აქაც არ გვაყენებენ. გვეუბნებიან, თუ არ გახვალთ აქედან და ბინას არ იქირავებთ, ვერ მიიღებთ ბინას, ჩვენი ხარჯებით უნდა ვიქირაოთ, აბა ვინ მოგცემს რამეს, შეიძლება, რომც გადაგიხადოს ორი თვე, მერე არ გადაგიხდის”, – აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ თუ ფართებით უზრუნველყოფა არ მოხდება, აქციებს გამართავენ.

კომენტარები