მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

წყალტუბოს “სამგურალს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

წყალტუბოს “სამგურალს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

წყალტუბოს “სამგურალს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ პოსტზე გიორგი ჭელიძე დაინიშნა.

გიორგი ჭელიძე სხვადასხვა დროს წვრთნიდა ბოლნისის “სიონს, “თელავს”, თბილისის “შევარდენს”, ტყიბულის “მეშახტეს”, ქობულეთის “შუქურას” და “საბურთალო 2-ს”. მუშაობდა ქუთაისის “ტორპედოს” სამწვრთნელო შტაბშიც.

ჭელიძემ “სამგურალში“ გიორგი მიქაძე შეცვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

ცვლილებებია “სამგურალის” მმართველ რგოლშიც. კლუბის სპორტულ დირექტორად დაინიშნა მიხეილ აშვეთია, რომელიც ბოლოს მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. მან ამ პოზიციაზე ბესიკ ხაჭიპერაძე ჩაანაცვლა.

“სამგურალმა” ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა.

კომენტარები