მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

წყალტუბოში, გზების გაწმენდის დროს სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დააზიანეს

წყალტუბოში, გზების გაწმენდის დროს სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დააზიანეს

წყალტუბოში გზების გაწმენდას საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება მოჰყვა.

მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები გაწმინდეს, თუმცა სიჩქარის შემაფერხებელი ე.წ. მწოლიარე პოლიციელები დააზიანეს.

ადგილობრივების თქმით, თოვლი გადნება, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დაზიანების გამო კი ადგილზე ავტომობილები მაღალი სიჩქარით  იმოძრავებენ.

ფოტოს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული ლიდერი თემურ ცამციშვილი ავრცელებს.

კომენტარები