მთავარიახალი ამბებისლაიდი

წყალტუბოში სანატორიუმები “მედეა” და “თბილისი” გაიყიდა

წყალტუბოში სანატორიუმები “მედეა” და “თბილისი” გაიყიდა

“წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ პროექტის ფარგლებში გამოცხადებული აქუციონის შედეგად 2 ობიექტი – სანატორიუმი „თბილისი“ და სანატორიუმი „მედეა“ გაიყიდა, – ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მისივე ცნობით, ელექტრონული აუქციონი დღეს 17:00 საათზე დასრულდა. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ფასმა 8 982 300 ლარი შეადგინა. სანატორიუმი „თბილისი“ შპს “აკამ“ შეიძინა, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ – შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“.

რაც შეეხება დანარჩენ სანატორიუმებს, მათზე აუქციონების ვადა გახანგრძლივდა.

“წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ გასაყიდად გამოიტანა 14 ობიექტი – ხუთი პრემიუმ კლასის, ხუთი საშუალო კლასის სასტუმრო და ოთხი სხვადასხვა სახის განთავსების ობიექტი, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია.

პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.

წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას“,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები