მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

წყალტუბოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

წყალტუბოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი წყალტუბოში სხვადასხვა კულტურული-შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება.

ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ჰიმნის ფონზე აღიმართა დროშა.

შეკრებილ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სიტყვით მიმართა.

“დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თაობები ღირსეულად შეძლებენ ამ გზის გაგრძელებას. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებთ თავისუფალ, ერთიან, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას! უფალი იყოს ჩვენი შემწე და მფარველი!” – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.

კომენტარები