მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

წყალტუბოში წვიმის შედეგად ერთი სახლი დაინგრა, ათამდე დაიტბორა

წყალტუბოში წვიმის შედეგად ერთი სახლი დაინგრა, ათამდე დაიტბორა

წყალტუბოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით სოფელი ხომული დააზარალა.

დანგრეულია ერთი სახლი, დატბორილია ათამდე საცხოვრებელი და საკარმიდამო ნაკვეთები. დატბორვა ვაზნარის ღელის ადიდებამ გამოიწვია.

სოციალურად დაუცველი ოჯახი, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩა.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ქალაქის მერის ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური კომისია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

კომენტარები