მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭანტურია, ჭარელიძე, ჭიორელი – იცოდე შენი გვარის ისტორია

ჭანტურია, ჭარელიძე, ჭიორელი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ჭანტურიას, ჭარელიძის და ჭიორელის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

ჭანტურია – გავრცელებულია წალენჯიხის რაიონში. გადმოცემით, გვარის წინაპარი თითქოს რომაელებისაგან წარმომავლობენ. კოლხიდაში მყოფ რომაელთა ჯარიდან ასისთავი (სანტურიონი) დაოჯახებულა და მისი შთამომავლობა სანტურია-დ წოდებულა. ამავე ძირისაა: ჭანტურაია, ჭანტურიშვილი, ჭანტურიძე.

ჭარელიძე – გავრცელებულია ამბროლაურის რაიონში. შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ჭარელი. ჭარელიძენი იხსენებიან სორის ტაძრის წარწერაში (მე-14ს.)როგორც რაჭის ერისთავები. სოფელ შქმერში ცხოვრობენ ჭარელები. ამავე ძირისაა ჭარელიშვილი (ახმეტის რ.), ჭარელაშვილი (ფშავი).

ჭიორელი – გავრცელებულია თელავის რაიონში (წინანდალი). გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. ჭიორა სოფელია ონის რაიონში. წინარე გვარი რეხვიაშვილი ყოფილა.

კომენტარები