მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი კლინიკაში გადაიყვანეს

ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი კლინიკაში გადაიყვანეს

შიმშილობის მე-10 დღეს, ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ვიდეომასალა სოციალურ ქსელში, „მაღაროელის” გვერდზე ვრცელდება.

მე-16 დღეა, ჭიათურელი მაღაროელები მერიის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ და კარვები აქვთ გაშლილი.

მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დღეს თბილისში, პარლამენტის წინ დაიწყო.

კომენტარები