მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურაში კიდევ ორი მოშიმშილე მაღაროელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

ჭიათურაში კიდევ ორი მოშიმშილე მაღაროელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

ჭიათურაში კიდევ ორი მოშიმშილე მაღაროელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს.

კიდევ ორი მაღაროელი საავადმყოფოში გუშინ და გუშინწინ გადაიყვანეს.

ჭიათურელი მაღაროელები 17 დღეა, გაფიცული არიან. მათი მოთხოვნა ღირსეული შრომითი პირობები და ანაზღაურების გაზრდაა.

მათი ნაწილი აქციებს თბილისში, პარლამენტთან მართავს, საკანონმდებლო ორგანოსთან ასევე 4 მაღაროელი შიმშილობს.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მოქალაქემ ვენები გადაიჭრა, ერთ-ერთმა კი პირი ამოიკერა.

კომენტარები