მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურაში 26 მილიონის ტენდერები “ოცნების” ჩინოსნების ახლობელთან დაკავშირებულმა ხუთმა კომპანიამ მოიგო

ჭიათურაში 26 მილიონის ტენდერები “ოცნების” ჩინოსნების ახლობელთან დაკავშირებულმა ხუთმა კომპანიამ მოიგო

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ჭიათურაში 26 მილიონი ლარის ტენდერები “ქართული ოცნების” ჩინოსნების ახლობელთან დაკავშირებულმა 5-მა კომპანიამ მოიგო.

“ჭიათურელი მაღალჩინოსნების ახლობლის გაგალე ბრეგვაძის კომპანიებს ხელშეკრულებებს ძირითადად ჭიათურის მერია უფორმებს.

ჯამურად, ამ ხუთ კომპანიასთან გაფორმებული 248 ხელშეკრულებიდან 82% შემთხვევაში (193), კომპანიებს კონკურენტი არ ჰყოლიათ.

ერთი და იგივე კომპანია ხან საკვებ პროდუქტებს აწვდის სახელმწიფოს, ხან სამშენებლო მასალებს, ზოგჯერ სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ასრულებს – გააჩნია ტენდერს.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ კომპანიას საქმიანობის გამოკვეთილი სფერო არ გააჩნია და იმის მიხედვით მუშაობს, თუ რა მომსახურების შესყიდვაში აპირებს ფულის დახარჯვას ჭიათურის მერია ან სხვა სახელმწიფო ორგანო.

მიუხედავად იმისა, რომ ფლანგვის დეტექტორმა 2020-2022 წლებში ორი კვლევა გამოაქვეყნა ამ თემაზე, გაგალე ბრეგვაძესთან დაკავშირებულ კომპანიებთან საჯარო უწყებებმა 2023 წელს 10,060,568 ლარის ახალი ხელშეკრულებები გააფორმეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები