მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურაში 3 ათასზე მეტი მაღაროელი მეოთხე დღეა, გაფიცულია

ჭიათურაში 3 ათასზე მეტი მაღაროელი მეოთხე დღეა, გაფიცულია

ჭიათურაში 3 ათასზე მეტი მაღაროელი უკვე მეოთხე დღეა, სამუშაო პირობებს აპროტესტებს და მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს.

ამ დროისთვის გაჩერებულია ყველა მაღარო,  დასაქმებულები კი  ჭიათურის ცენტრში, ქალაქის მერიასთან არიან შეკრებილი და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნებია – ხელფასების გაზრდა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. მათ სულ 25 მოთხოვნა აქვთ.

გაფიცულების თქმით, მუშაობას არ განაახლებენ, ვიდრე მოთხოვნები არ დაუკმაყოფილდებათ.

“ჯორჯიან მანგანეზში” კი აცხადებენ, რომ კომპანიას კრიზისი აქვს და თანამშრომლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებენ.

კომენტარები