მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ჭიათურის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ჭიათურის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ჭიათურაში აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

თეატრის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 13.660 231 მლნ ლარს შეადგენს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფონდიდან განხორციელდება.

ისტორიული შენობის რეაბილიტაციის  პროექტი გულისხმობს: სახურავის გამაგრების სამუშაოებს, შენობისგან წყლის გადაყვანის სამუშაოებს, მათ შორის შენობის უკანა კედლის ჰიდროიზოლაციას, საქვაბის და სარეპეტიციო შენობის აშენებას,შენობის ფასადების რეაბილიტაციას, კედლების, ჭერების, იატაკების, კარ-ფანჯრების მოწყობა-რეაბილიტაციას, საფეხურების და მოზაიკის იატაკების აღდგენას, ვიტრაჟების რეაბილიტაციას, აკუსტიკურ სამუშაოებს, საინჟინრო ქსელების მოწყობის სამუშაოებს, დარბაზის ჭერის, კედლების ორნამენტებისა და მხატვრობის რეაბილიტაციას, ტერიტორიის კეთილმოწყობას.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ბილდკინგსი” ასრულებს.

თეატრის რეაბილიტაცია დაახლოებით 2 წელიწადში უნდა დასრულდეს.

აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი სპექტაკლებს დროებით კულტურის ცენტრის დარბაზში გამართავს.

კომენტარები