მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდში “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდში “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდში “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო.

“შემეხმიანა გამომძიებელი, როგორც ამიხსნა, საქმე საქართველოს პროკურატურიდან გადამისამართდა ჭიათურაში და დაიწყო გამოძიება “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შესახებ, დაბარებული ვარ გამოკითხვაზე და იმედია, ეს უბრალოდ გამოძიება გამოძიებისთვის არ იქნება, რეალური შედეგები დაიდება და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

სასიამოვნოდ გაოცებული ვარ იმით, რომ გამოძიება დაიწყო და იმედს ვიტოვებ, რომ ეს გამოძიება არ იქნება თვალის ასახვევად და რეალურად იქნება გამოძიებული”, – აცხადებს კოტე აბდუშელიშვილი.

კომენტარები