მთავარიახალი ამბებისლაიდი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხარაგაულში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

სავარაუდოდ, ადგილობრივები სუფრასთან იყვნენ, რა დროსაც მოხდა კამათი. მოგვიანებით სოფლის მცხოვრებლებმა გასროლის ხმა გაიგონეს, ადგილზე მისულებმა კი ერთი დაჭრილი მამაკაცი ავტომობილში ნახეს, რომელიც სავარუდოდ, წასვლას ცდილობდა. 40 წლამდე მამაკაცი კი ქუჩაში იყო.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გუჯა ბერაძე ადგილზე გარდაიცვალა, ირაკლი კიკნაძე კი საავადმყოფოში გადაიყვნეს.

ვინ განახორციელა გასროლა ამ დრომდე უცნობია, ადგილობრივების თქმით, დაკავებული არავინაა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები