მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხარაგაულში მეწყერი ჩამოწვა – მაშველები მამაკაცს ეძებენ

ხარაგაულში მეწყერი ჩამოწვა – მაშველები მამაკაცს ეძებენ

ხარაგაულში მეწყერი ჩამოწვა. სოფელ მარელისთან მაშველები გუშინ ღამის მერე უშედეგოდ ეძებენ ხანდაზმულ მამაკაცს, რომელიც მეწყერმა მოიყოლა. სამძებრო სამაშველო სამუშაოებში დილიდან კინოლოგებიც არიან ჩართული, ასევე მობილიზებულია მძიმე  ტექნიკა.

დაკარგული მამაკაცის შვილი ამბობს, რომ პენსიონერი საღამოს საათებში დაკარგულ პირუტყვს ეძებდა, რა დროსაც მთა ჩამოიშალა და კაცი მეწყერმა მოიყოლა. შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს.

პარალელურად  შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, რადგან ჩამოწოლილმა მეწყერმა  რკინიგზის ქსელი დააზიანა, იმ მომენტში კი დასავლეთიდან აღმოსავლეთში და პირიქით გადაადგილების მსურველი მგზავრები, საქართველოს რკინიგზამ ალტერნატიულ სადგურებზე ჩამოსხა.

კომენტარები